ტრამპი სენატს იწვევს რომ საბოლოოდ გადაწყვიტოს ჩრდილოეთ კორეის პრობლემა

აშშ-ს ადმინისტრაციამ უჩვეულო რამ გააკეთა – ამერიკის სენატი სრული შემადგენლობით დაპატიჟა თეთრ სახლში ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით ატომური პროგრამის საკითხზე. მანამდე დონალდ ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა და მას მოუწოდა “ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტონ (ფხენიანთან დაკავშირებული-რედ) პრობლემა” -წერს “ბიბისი”.
საგანგებო სხდომაზე, რომელიც ხვალ შეიკრიბება თეთრ სახლში, სენატის 100 წევრი მიიღებს მონაწილეობას, ასევე, სახელმწიფო მდივანი რეკს ტილერსონი და თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის მიმართ ატომურ იარაღს გამოიყენებს.

გუშინ ჩინეთმა აშშ-ს მოუწოდა, ფხენიანთან დაკავშირებით თავი შეიკავოს რადიკალური ზომებისგან.
იაპონიაში ინტენსიურად დაიწყეს რადიაციისგან დასაცავი თავშესაფრების აშენება.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე საქართველოს ხელისუფლებისა და ყაზტრანსგაზთან ფარულ გარიგებაზე ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაელტონ ჯონმა ავადმყოფობის გამო კონცერტები გადადო