ელისო კილაძე: ლევან იზორიამ „კრწანისის“ სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მოკლულის ოჯახს შუამავალი გაუგზავნა

eliso-kilaZe„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კილაძე წერს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „კრწანსის“ სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მოკლული ახალგაზრდის ოჯახს შუამავალი გაუგზავნა და ეს შუამავალი, კილაძის თქმით, „ტყის ძმების“ ხელმძღვანელი დავით შენგელია იყო.
„წუხელ, გვიან ღამით, ჯიხაშკარში გარდაცვლილ გიგა შენგელიას ოჯახში ლევან იზორიას თხოვნით, „ტყის ძმების“ მეთაური დათო შენგელია მივიდა, თავდაცვის მინისტრს სამძიმარზე მოსვლა უნდა და ხმაურის გარეშე დახვდით, სამაგიეროდ, მეორე ძმის თავისუფლებაზე დატოვებაში დაგეხმარებათო. დათო შენგელია ისეთ „კაიფში“ იყო, ფეხზე ძლივს დგებოდა, გარდაცვლილის მშობლებს მისი დაცვის ბიჭი ელაპარაკაო. უარით გაუსტუმრებიათ,“ – წერს ელისო კილაძე „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალ დემოკრატებთან” ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობა დაუვიწყარია”
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: მთავრობის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის გასატარებელი