ალექსანდრე ჯეჯელავა: მთავრობის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის გასატარებელი

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, მთავრობის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის გასატარებელი.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობაში კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი არ არის.

„ის, რომ ახალი მთავრობა იქნება წარდგენილი პარლამენტის ახალ შემადგენლობაში ეს ფაქტია. რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, ჯერ-ჯერობით ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა როგორც ვიცი, პრემიერი და მისი გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით. ასევე საუბარია მთავრობის ოპტიმალური სტრუქტურის შესახებაც და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი გადამხდელების თანხები მაქსიმალურად ოპტიმალურად იქნას დახარჯული. ვფიქრობ, რომ თითოეულ უწყებაში შიგნითაც საჭიროა ამის მუდმივი გადახედვა, მათ შორის ჩვენთანაც. რაც შეეხება სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, შესაძლებელია, რადგან ჩვენ ვიცით ქვეყნები, სადაც ჩვენზე მეტი სამინისტროც არის და სადაც ჩვენზე ნაკლები სამინისტროა. თუმცა არ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებია ამ მხრივ საჭიროა. შესაძლებელია, ცალკეულ შემთხვევებში იყოს ოპტიმიზაცია, თუმცა მუშაობის ტემპის დარღვევის გარეშე, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ლევან იზორიამ „კრწანისის“ სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მოკლულის ოჯახს შუამავალი გაუგზავნა
შემდეგი სტატია“ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული თანამშრომლობის ფორმატი „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ ლიდერებთან არ არსებობს”