“თავისუფალ დემოკრატებთან” ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობა დაუვიწყარია”

”თავისუფალ დემოკრატებთან” შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ”ქართული ოცნების” მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხზე და თანამდებობებზე საუბარი არ არის, თუმცა მომავალში თუ იქნება,არავის არ უნდა გაუკვირდეს:
”არავის უნდა გაუკვირდეს ურთიერთობა, მითუმეტეს საქართველოში და მითუმეტეს, როცა 2012 წლის შემდეგ კოალიციაში შემავალ პარტიებთან, მათ შორის ”თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც საზოგადოებასთან ერთად მივიღეთ. ვფიქრობ, რომ დაუვიწყარია ჩვენი პოლიტიკური თანაცხოვრება, არცთუ ისე მცირე პერიოდით. იქ ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, ასე რომ ურთიერთობა არ უნდა უკვირდეთ, თუნდაც ეს იყოს პირადული, ან თანამშრომლობა, თუნდაც შორეული პერსპექტივა. ვფიქრობ, „თავისუფალ დემოკრატებში“ ბევრი მაღალი კვალიფიკაციის ადამიანია და თუკი ჩვენი თანამშრომლობა საქმიანი იქნება, ეს არავის უნდა გაუკვირდეს”, – განაცხადა ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური დარწმუნებულია, რომ ლარი საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად გამყარდება
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ლევან იზორიამ „კრწანისის“ სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მოკლულის ოჯახს შუამავალი გაუგზავნა