4 წლის ეგვიპტელს მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს – ამის შესახებ The Daily Mirror წერს.
ბავშვი ბრალდებულია მკვლელობის 8 მცდელობაში, ვანდალიზმში, სახელმწიფო ქონების და ავტომანქანების დაზიანებაში ასევე, პოლიციელების და სამხედროების მიმართ მუქარაში. ბრალდებულის ადვოკატი თვლის, რომ მოსამართლე უბრალოდ არ გაცნობია საქმეს. “აჰმედ კარნის დაბადების მოწმობა წარუდგინეს სასამართლოს, მისი სახელი ბრალდებულების სიაში ჩაამატეს, შემდეგ კი საქმე სამხედრო სასამართლოს გადასცეს. ბიჭი არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ის მაინც გაიმართა მის გარეშე” – თქვა ადვოკატმა, რომლის თქმითაც, იმ პერიოდში, როცა ბიჭს ბრალი ედება მკვლელობაში, ის 2 წლის იყო.
ადვოკატის თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ეგვიპტეში არ არის სამართალი და რომ ქვეყანას გიჟები მართავენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბავშვი სავარაუდოდ, შეცდომის მსხვერპლი გახდა.