იაცენიუკმა მას და მარგარეტ ტეტჩერს შორის მსგავსებაზე ისაუბრა

უკრაინის პრემიერმა, არსენ იაცენიუკმა საკუთარი რეიტინგი მარგარეტ ტეტჩერის რეიტინგს შეადარა – ამის შესახებ მთავრობის ხელმძღვანელმა ტელე-ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მე გადავხედე იცით ვის რეიტინგს? მარგარეტ ტეტჩერის რეიტინგს მისი მთავრობაში ყოფნის დროს, ასევე ბალცეროვიჩისას, კომოროვსკიასს, კვასნევსკისას რთული გარდაქმნების პერიოდში. სურათი ერთი ერთზეა” – განაცხადა იაცენიუკმა. მისი თქმით, უმაღლესი რადას, პრეზიდენტის და მთავრობის რეიტინგი ერთნაირად დაბალია იმის გამო, რომ ზოგადად ხელისუფლების მიმართ არის ხალხი უკმაყოფილო”.
მისი თქმით, ის მზად არის ნებისმიერ დროს წავიდეს თანამდებობიდან, მაგრამ ამას ახლა არ აკეთებს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტის სასამართლომ 4 წლის ბიჭს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაპარკიდან გაქცეული ლომები კენიის ქუჩებში აღმოჩნდნენ