დონალდ ტუსკი : ევროკავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას

14 დეკემბერს ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის წინაამდეგ ეკონომიკური სანქციების გაგრძელებას. ამის შესახებ განაცხადა ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა 15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
“გუშინ ერთი რამ იყო სრულიად ცხადი: ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო ერთ პოზიციაზე იდგა რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების საკითხში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეს საკითხი ჩვენ გადავწყვიტეთ კამათისა და დისკუსიის გარეშე”, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 2014 წელს დაუწესა ყირიმის ოკუპაციის და უკრაინის სამხრეთ ნაწილში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამო.

banner
წინა სტატიაში4 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის პოლიციასთან შეტაკების დროს
შემდეგი სტატიაესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს შესაძლოა აუკრძალონ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა