დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის რანგში მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა, თუმცა მის წინააღმდეგ გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არ წყდება. საპროტესტო აქცია, რომელიც ვაშინგტონში ინაუგურაციის ცერემონიის პარალელურად მიმდინარეობდა, მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა.

ვაშინგტონის ცენტრში უამრავი ქუჩა იყო გადაკეტილი. სამხედროებს თეთრ სახლთან მისასვლელი გზებიც გადაკეტილი ჰქონდათ. აქციის მონაწილეები მეთოთხმეტე ქუჩაზე დასხდნენ. პოლიციას მათთვის თავიდან ხელი არ შეუშლია.

დონალდ ტრამპმა კი საინაუგურაციო ღონისძიებები აქციების ფონზე გააგრძელა. გვიან საღამოს კი დონალდ და მელანია ტრამპები ოფიციალურ საინაუგურაციო წვეულებებს დაესწრნენ, რომლებიც მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა იყო წარმოდგენილი. შემსრულებლებს შორის იყვნენ მაიკლ ფლეთლის ლორდ ოვ ზე დენსის მოცეკვავეები.

პრეზიდენტი და პირველი ლედი წვეულებაზე დაახლოებით ათის ნახევარზე შემოვიდნენ. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ კი ფრენკ სინატრას სიმღერაზე იცეკვეს.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირება ადამიანის უფლების კიდევ ერთი დარღვევაა -ზალკალიანი
შემდეგი სტატიამთავრობა დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც, პირიქით, აძლიერებს ამ ეკონომიკურ კრიზისს – ჭიაბერაშვილი