მთავრობა დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც, პირიქით, აძლიერებს ამ ეკონომიკურ კრიზისს – ჭიაბერაშვილი

საგარეო ვაჭრობის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ევროპული საქართველო ბრიფინგით გამოეხმაურა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ექსპორტ-იმპორტი შემცირებულია და 6 წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, რაც მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას გამოიწვევს.

დეპუტატის განმარტებით, მხოლოდ ექსპორტი გასულ წელს, 2015 წელთან შედარებით, 4%-ით შემცირდა. დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლება პრობლემას არ აღიარებს და შესაბამისად მისი მოგვარების გეგმა არ აქვს.

„საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები აჩვენებს, რომ ჩვენ დავედით 2011 წლის მონაცემებზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემცირდა ჩვენი მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა. იმის საპასუხოდ, რომ უკან მივექანებით, საქართველოს მთავრობა დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც, პირიქით, აძლიერებს ამ ეკონომიკურ კრიზისს,“ – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს
შემდეგი სტატია2017 წლის “ევროვიზიის” სიმღერის კონკურსზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს