დე-ფაქტო აფხაზეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ პირთა მიმართ, ვინც გალის რაიონის ქართველებს პასპორტები დაურიგა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 4, 2015 23:17

დე-ფაქტო აფხაზეთის პროკურატურამ  სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ პირთა მიმართ, ვინც გალის რაიონის ქართველებს პასპორტები დაურიგა

 

afxazetis-prokuraturaაფხაზეთის პროკურატურამ  სისხლის სამართლის საქმე აღძრაიმ პირთა მიმართ, ვინც არაკანონიერი გზით გასცაარაღიარებული აფხაზეთის მოქალაქის პასპორტები. ინფორმაცია ამის შესახებ შეგიძლიათ ნახოთარაღიარებული აფხაზეთის გენერალური პროკურატურის საიტზე.

დე-ფაქტო აფხაზეთის გენერალურმაპროკურატურამ ჩაატარა გამოძიება იმის თაობაზე, თუ რამდენად დაცული იყო მოქმედი კანონი პასპორტების გაცემის დროს გალის რაიონში. შედეგად გამოვლინდა, რომ 2009 – 2013 წწ. გალის რაიონის სავიზო-საპასპორტო სამსახურის თანამდებობის პირებმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მასიურად დაარღვიეს არაღიარებული აფხაზეთის კანონი.

„2015 წლის 3 დეკემბერს აღნიშნულ ფაქტზე აფხაზეთის გენერალური პროკურატურის სამძებრო სამმართველოს მიერ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმეაფხაზეთის გალის რაიონის მოქალაქეებზე, რომლებიც არაკანონიერად გასცემდნენ სახელმწიფო პასპორტებს, რაც ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; ასევე მათ ეკრძალებათ გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობა  1-დან  3 წლამდე ვადის განმავლობაში“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საერთო ნაციონალური პასპორტების საქართველოს მოქალაქეებზე მასობრივად და არაკანონიერად გაცემისთვის.

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 4, 2015 23:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics