სპეცსამსახურებმა პარიზის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილის კვალი დაკარგეს

ევროპის სპეცსამსახურებმა პარიზის ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილის სალაჰა აბდესლამის კვალი დაკარგეს – მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული – ამის შესახებ სიენენ-მა გუშინ გააკეთა განცხადება.
ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, ევროპელ სპესცამსახურებს დაახლოებითაც კი არა აქვთ წარმოდგენა, სად შეიძლება აბდესლამი იმყოფებოდეს. წყაროსვე ცნობით, ტერაქტების დროს ტერორისტმა შიში გამოავლინა და ვერ შეძლო თავი აეფეთქებინა: “ის საშინლად იყო შეშინებული, როცა თავის მეგობრებს ბრიუსელიდან სთხოვა მოსულიყვნენ და წაეყვანათ პარიზიდან” – განაცხადა ტელე-არხის წყარომ, რომლის თქმითაც, ისლამური სახელმწიფო დიდი ალბათობით აბდესლამას უკან, თავის რიგებში არ მიიღებს იმის მიუხედავადაც, თუკი ის სირიაში შეძლებს გადასვლას.
წყაროსვე ინფორმაციით, ჯიჰადისტების რიგებში ბრიტანეთის 700-დან 1000 მოქალაქეა გაწევრიანებული, რომელთაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ქვეყანაში დაბრუნება და ბრიტანეთში ტერაქტების მოწყობა.
ნოემბრის ბოლოს ბელგიური გამოცემა Het Laatste Nieuws წერდა, რომ აბდესლამი სირიაში გადაიპარა.
14 ნოემბერს პარიზში ტერაქტების სერია მოხდა, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა, 400-მა კი მძიმე დაზიანება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორი ამტკიცებს, რომ საქმეების გამყალბებელი პროკურორები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ
შემდეგი სტატიადე-ფაქტო აფხაზეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ პირთა მიმართ, ვინც გალის რაიონის ქართველებს პასპორტები დაურიგა