“ჩვენ გავანადგურებთ ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს ზიანი მოგვაყენოს”

ბარაკ ობამამ პუტინს ორი კვირა მისცა მოსაფიქრებლად

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, კონგრესს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ძალების გამოყენების სანქცირებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ობამამ ტერორიზმის პრობლემებისადმი მიძღვნილ საგანგებო მიმართვის დროს განაცხადა.

„თუ კონგრესი, ისევე, როგორც მე, თვლის, რომ ჩვენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ვმონაწილეობთ, მან მხარი უნდა დაიჭიროს ტერორისტების წინააღმდეგ საომარი მოქმედებების გაგრძელებას“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

აშშ-ს პრეზიდენტმა კონგრესს ისეთი კანონის შემოღებისკენ მოუწოდა, რომელიც ექსტრემიზმში ეჭვმიტანილთა პირებისთვის იარაღის გაყიდვას აკრძალავს. ბარაკ ობამას ინიციატივით, ასევე საჭიროა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვების შეზღუდვა.

„ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბარაკ ობამას თქმით, ამერიკა არ იქნება ერაყსა და სირიაში სახმელეთო ოპერაციებში ჩართული, მაგრამ ირწმუნება, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებას გაანადგურებს.

„ტერორიზმის საფრთხე რეალურია, თუმცა ჩვენ მას მოვერევით. ჩვენ გავანადგურებთ „ისლამურ სახელმწიფოს“ და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს ზიანი მოგვაყენოს. ჩვენი სამხედროები განაგრძობენ ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლას ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც საჭირო იქნება. ასევე, განვაგრძობთ ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ტრეინინგს და აღჭურვას, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან,” – აღნიშნა ბარაკ ობამამ.

banner
წინა სტატიაშიდღეს სასამართლოში ლაშა მახარაძის დედას დაკითხავენ
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს