დღეს სასამართლოში ლაშა მახარაძის დედას დაკითხავენ

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოკლული ლაშა მახარაძის დედა დაიკითხება. მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის საქმეზე , ნაფიცი მსაჯულების პირობებში, დღესვე ჩვენებას მისცემს ვლადიმერ ბერძენიშვილი, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობის ჩადენის მომენტში ოქროპირიძესთან ერთად იმყოფედა.
სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული.
მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე ფოტოგადაღება აკრძალულია.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ მედიის მიერ ვიდეო-აუდიო და ფოტო გადაღება ზემოქმედებას ახდენს ნაფიც მსაჯულებზე. ჩაწერა-გადაღების გარეშე, სხდომაზე დასწრების უფლება ყველა მსურველს შეუძლია.
25 წლის ლაშა მახარაძე 2014 წლის სექტემბერში თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით, მალევე დააკავეს გიორგი ოქროპირიძე. როგორც ცნობილია, ვლადიმერ ბერძენიშვილს ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო წარუდგინეს, თუმცა მალევე გირაოთი გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების რიგი დგას
შემდეგი სტატია“ჩვენ გავანადგურებთ ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს ზიანი მოგვაყენოს”