ჩრდილოეთ კორეამ მნიშვნელოვანი სარაკეტო პოლიგონის დემონტაჟი დაიწყო

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 7, 2018 00:04

ჩრდილოეთ კორეამ მნიშვნელოვანი სარაკეტო პოლიგონის დემონტაჟი დაიწყო

ჰენრი სტიმსონის ცენტრის ამერიკულმა კვლევითმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ქალაქ კუსონთან პოლიგონის დემონტაჟი დაიწყო. ექსპერტების აზრით, ფხენიანმა სარაკეტო ძრავების საცდელი სტენდის დემონტაჟი მოახდინა.

აშშ-ს პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეელი ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრისთვის მომზადება აქტიურად მიდის. შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურის დროით დილის 9 საათზე გაიმართება.
4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთკორეული დელეგაცია ეძებს მანქანებს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის მანქანებზე ნაკლები არ იქნება – ტრამპის დელეგაცია სინგაპურში წინასწარ ჩაიყვანს Cadillac-ის ლიმუზინს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებებისთვის ეძებდნენ ოთახს, რომელსაც რამდენიმე კარი ექნება. ერთკარიანი ოთახი კატეგორიულად არ შეესაბამება შეხვედრას, რადგანაც იმის შთაბეჭდილება არ შეიქმნას, რომ ერთი ლიდერი მეორეს ელოდება. კიმ ჩენ ინი სად გაჩერდება კონკრეტულად უცნობია.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 7, 2018 00:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,653
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics