არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დღეიდან იწყებს

ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დღეიდან დაიწყებს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა, პირველი რიგში კომისიაში უნდა შეთანხმდნენ ტექნიკურ საკითხებზე და იმაზე, თუ ვის იბარებენ და როდის.
ტექნიკურ საკითხებს გავივლით, ვის ვიბარებთ და როდის ვიბარებთ. ამ კვირაშივე დავიწყებთ დაბარებას კონკრეტული ადამიანების, რომელთა მოსვლაც მიგვაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი. საქმის მასალებთან დაკავშირებით, დღესვე გაიგზავნება წერილები და ყველა მასალა იქნება გამოთხოვილი. ნაწილი მასალები იქნება გაცნობილი ადგილზე. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ხელისუფლებას, კონკრეტულად მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს, რომ იმუშაოს კომისიასთან მთელი სერიოზულობით და ყველა ჩვენ მოთხოვნილ მასალას მოეკიდოს სერიოზულად, ყველანაირი ვადების გაწელვის გარეშე. საზოგადოებრივი დაკვეთა არის, რომ კომისიას ჰქონდეს მუშაობის მოკლე ვადა და რომ ყველა ინფორმაცია იყოს მიწოდებული დროულად, ეს არის მნიშვნელოვანი და იმედია, არავის ექნება ილუზია, რომ გაუვა ხელის შეშლა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
95 მომხრე – 1 წინააღმდეგი. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისია გუშინ დაამტკიცეს.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეამ მნიშვნელოვანი სარაკეტო პოლიგონის დემონტაჟი დაიწყო
შემდეგი სტატიათუ საქმე ბოლომდე ობიექტურად იქნება გამოძიებული, ამით სისტემა შეიცვლება – ლომჯრია ხორავას ქუჩის მკვლელობაზე საუბრობს