ჩრდილოეთ გერმანიაში 2006 წლიდან ყველაზე დიდი წყალდიდობაა

ძლიერმა წვიმებმა და ქარიშხალმა “აკსელმა” გერმანიაში, ბალტიის სანაპიროზე 2006 წლიდან ყველაზე დიდი წყალდიდობა გამოიწვია.
დატბორილია ქალაქების ქუჩები, მანქანები წყალქვეშ მოექცნენ, დაიტბორა შენობების პირველი სართულები, თუმცა, მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის.
წყალდიდობაა პოლონეთის საზღვართან მდებარე სხვადასხვა ქალაქში, ასევე პოლონურ ქალაქებშიც. საპორტო ქალაქ ვისმანში წყლის დონემ ჩვეულებრივთან შედარებით 1,83 მეტრით მოიმატა – “დოიჩე ველე” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი სარეკლამო რგოლის – „სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო“ აკრძალვას ითხოვს
შემდეგი სტატიასაფრანგეთში კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააკავეს