საფრანგეთის პოლიციამ კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამუშ ხარადინაი დააკავა ორდერის საფუძველზე, რომელიც სერბეთის მთავრობამ გასცა.
ყოფილი პრემიერი ახლა კოსოვოს ოპოზიციას მეთაურობს. ჯერჯერობით არ ვრცელდება, აპირებს თუ არა საფრანგეთი დაკავებულის სერბეთში ექსტრადაციას, სადაც ხარადინაი სამხედრო დანაშაულებებშია ბრალდებული.