ჩინელი, რომელსაც გოგოსთვის ხელის თხოვება უნდოდა, ხეში გაიჭედა

ჩინეთის ქალაქ იჩანში მცხოვრებმა, საყვარელი ქალისთვის ხელის თხოვნის მცდელობაში წარუმატებლობა განიცადა – დღეს Daily Mail-ი წერს.
მამაკაცის ჩანაფიქრი ასეთი იყო, ის პარაშუტიდან უნდა გადმომხდარიყო წარწერით “გოუ ხუნიუნ, გამომყევი ცოლად”, შემდეგ კი, როცა დაეშვებოდა, გოგოსთვის ყვავილები უნდა მიერთვა და ხელი ეთხოვა. თუმცა, მის გეგმაში ქარი ჩაერია და ის პარაშუტთან ერთად ხეში ჩაიტენა.
ხიდან ჩამოხსნა მამაკაცმა დამოუკიდებლად ვერ მოახერხა, მაშველებს კი დაახლოებით ერთი საათი ელოდა. მოგვიანებით, მაგრამ მაინც სთხოვა მან გოგოს ხელი, თუმცა, ის უბრალოდ, გატრიალდა და წავიდა მისგან.

2014 წლის ნოემბერში, სამხრეთ ინგლისის ფერმერმა გოგონას ცხვრებზე წარწერით სთხოვა ხელი. მან ოთხფეხებს წითელი საღებავით დააწერა: “გამომყევი ცოლად”. ფერმერის მეგობარმა, ადგილობრივმა პოლიციელმა, მოგვიანებით “ტვიტერზე” გამოაქვეყნა ფოტოები – მისი მეგობარი საყვარელ ქალზე დაქორწინდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვედა
შემდეგი სტატიაუშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და პრეზიდენტის მრჩეველი ვენეციის კომისიაში კონსულტაციებს გამართავენ