ბრიუსელში სკოლები გაიხსნა და მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა

ბრიუსელში სკოლები გაიხსნა, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა. “ბიბისი” აღნიშნავს, რომ ბელგიის დედაქალაქში უმაღლესი ტერორისტული საფრთხის დონე კვლავ მოქმედებს, ასობით შეიარაღებული სამართალდამცველი და ჯარისკაცი ქუჩებში პატრულირებს.
ბოლო მონაცემებით, ბელგიის სამართალდამცავმა ორგანოებმა პარიზის ტერაქტებთან კავშირში 5 ადამიანი დააკავეს. კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.
13 ნოემბერს პარიზის ტერაქტების დროს 130 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშითინათინ ხიდაშელი – მზად ვართ მეტი კონტრიბუცია გავიღოთ მსოფლიო მშვიდობისთვის
შემდეგი სტატიარეჯეფ თაიფ ერდოღანმა შესაძლოა რუსეთში ვიზიტი გააუქმოს