საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე პოპ-ვარსკვლავის ქრისტინა აგილერას კონცერტზე ოპერატორებს არ აძლევდნენ გადაღების უფლებას. როგორც „თაიმერის’ ჟურნალისტი ქეთი ფერაძე ადგილიდან იტყობინება, ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შედეგად, ოპერატორებს დართეს ნება გადაიღონ 60 წამი. Black Sea Arena-ზე ბევრი ცნობილი სახე იმყოფება, მათ შორის მომღერლები ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი.
შეგახსენებთ, რო ამერიკელი მომღერალი ბათუმში 27 ივლისს ჩავიდა და სასტუმრო Hilton-ში დაბინავდა. კონცერტი 30 ივლისს, დღეს გაიმართება. Black Sea Arena-ზე შესვლა 18:00 საათიდან დაიწყო. კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება Black Sea Arena, სადაც მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო ვარსკვლავები გამართავენ კონცერტებს.
ბრიტანელი მევიოლინე ვანესა მეი 8 აგვისტოს წარდგება მსმენელის წინაშე, 13 აგვისტოს ანსამბლი „ერისიონი“, ხოლო 20 აგვისტოს შეკვეთილში როკ-ჯგუფი Scorpions-ის კონცერტი გაიმართება.