ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი დეპორტს ექვემდებარებოდა

ტუნისელი, რომელიც ბერლინის ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილია, გერმანიას თავშესაფარს სთხოვდა, მაგრამ უარი მიიღო.
მან აპრილში შეიტანა საბუთები თავშესაფრის მიღების თაობაზე, თუმცა, ივნისში უკვე უარი მოუვიდა. ეჭვმიტანილის ტუნისში გადეპორტება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ტუნისმა შესაბამისი დოკუმენტები მხოლოდ ახლა გამოაგზავნა.
ეჭვმიტანილი, ბერლინში საცხოვრებლად გადავიდა ბერლინში და ძირითადად იქ იმყოფებოდა. ამასთანავე, ჯერ კიდევ იანვრიდან “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის გამო ეჭვმიტანილების სიაში იყო შეტანილი.
მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადებული. პოლიციამ რამდენიმე შეტყობინება მიიღო ხალხისგან, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშიბაქოში თურქი დიპლომატის 15 წლის შვილის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიახანტი-მანსიში -62 ცელსიუსით დაფიქსირდა