ბაქოში თურქი დიპლომატის 15 წლის შვილის ცხედარი იპოვეს

ბაქოში თურქი დიპლომატის შვილის ცხედარი იპოვეს გუნლიარ შავალი 15 წლის იყო – ბაქოს პოლიციის სამმართველო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, გიულნარის მამა არსლან აზმი საელჩოში მრჩევლად მუშაობს. გარდაცვლილმა თავი მოიკლა. წინასწარი მონაცემებით, თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე გოგონა ლიცეუმიდან ერთი დღით დაითხოვეს დასჯის მიზნით. მეორე ვერსიით, გოგონა განზრახ მკვლელობის ან უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა.
გოგონასა და მშობლებს შორის ძალიან თბილი ურთიერთობა იყო, ამიტომ უცნობია მიზეზები, რას შეიძლებოდა მისთვის თვითმკვლელობისკენ ებიძგა. შემთხვევის ადგილზე არაფერია ნაპოვნი, რაც სამართალდამცველებს გამოძიებაში დაეხმარება.

banner
წინა სტატიაში“დეიშ ალ-ფახტის” განცხადება რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ყალბია
შემდეგი სტატიაბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი დეპორტს ექვემდებარებოდა