BBC: დილიდან მოსულის განთავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილით ქალაქ მოსულის განთავისუფლების ოპერაცია დაიწყეს.
არტილერიამ უკვე დაიწყო შეტევა ქალაქზე, რომელიც 2014 წლიდან “ისლამური სახელწმიფოს” კონტროლს ქვეშ არის. ქალაქისკენ მიემართება ბრონირებული ტექნიკა. ერაყელი სამხედროების გარდა, ოპერაციაში მონაწილეობს ქურთების ბატალიონი, მათ ჰაერიდან კოალიცია ეხმარება აშშ-ს ხელმძღვანელობით.

ექსპერტების თქმით, მოსულიდან “ისლამური სახელმწიფოს” განდევნა, ფაქტობრივად, ერაყში დაჯგუფების დამარცხების ტოლფასი იქნება. ამასთანავე, სპეციალისტები ამბობენ, რომ ოპერაცია ძალიან რთულია და ის რამდენიმე კვირას გასტანს.

banner
წინა სტატიაშისოხუმში საკოლმეურნეო ბაზარი გაქურდეს
შემდეგი სტატია“მეორე ტური გადამწყვეტია იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში კომფორტული უმრავლესობა ჰქონდეს”