“მეორე ტური გადამწყვეტია იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში კომფორტული უმრავლესობა ჰქონდეს”

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არჩევნების მეორე ტურების დანიშვნის საკითხს ეხმაურება და ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს არჩევნებზე და საკუთარი სურვილი კიდევ ერთხელ დააფიქსიროს:

„მეორე ტური არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას პარლამენტში ქონდეს კომფორტული უმრავლესობა, თუნდაც იმისთვის, რომ მისთვის სასურველი მთავრობა დაამტკიცოს, კანონები მიიღოს, მათ შორის ორგანული კანონები. ნუ მოვუსმენთ იმ უსაფუძვლო პანიკის მცდელობებს, რომ, თითქოს, საშიშია ქართული ოცნების მაღალი ხარისხით წარმატება. არჩევნების მეორე ტურზე ყველა უნდა მივიდეთ, რადგან მეორე მხარეს ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, რა თქმა უნდა, ბოლომდე მობილიზებული იქნება“, – აცხადებს წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშიBBC: დილიდან მოსულის განთავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგერმანიის ქიმიურ ქარხანაში BASF აფეთქება მოხდა