აშშ-ს სენატში დააკავეს ორი მამაკაცი, რომელთაც კუ-კლუს-კლანის ტანსაცმელი ეცვათ

ამერიკის სენატრის ერთ-ერთ შენობაში ორი მამაკაცი დააკავეს, რომელთაც კუ-კლუს-კლანის ტანსაცმელი ეცვათ – ABC-ის კორესპონდენტი ავრცელებს.
“პროტესტანტები სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. მათ ეცვათ, როგორც კუ-კლუს-კლანს” – დაწერა ჟურნალისტმა.
თავის მხრივ, “ასოშეითედ პრესი” ავრცელებს, რომ რასისტები ყვიროდნენ ფრაზებს: “ამ მთავრობაში თეთრები არიან მთავარი”, და “მე თეთრკანიანი ვარ – თქვენ ვერ დამაპატიმრებთ”.
ამერიკული მედიის თქმით, ორივე მამაკაცი დააპატიმრეს.

banner
წინა სტატიაშივენესუელას პარლამენტმა პრეზიდენტი მარუდო “თანამდებობა დატოვებულად” აღიარა
შემდეგი სტატიამაკკეინმა და სხვა სენატორებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი შეიტანეს