ვენესუელას პარლამენტმა, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც, ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მარუდო აღიარებულია, როგორც “თანამდებობა დატოვებული”.
გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, სიმბოლური ხასიათი ექნება და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე გავლენას ვერ მოახდენს.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში უმძიმესი ეკომონიკური კრიზისია. რეგულარულად ითიშება წყალი და შუქი, არ არის საკმარისი წამალი და პროდუქტები. წლიურმა ინფლაციამ 500% შეადგინა.