აშშ-ს სახელმწიფო მდივანი პეკინში ფხენიანის მოქმედებების განსახილველად ჩავიდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რეკს ტილერსონი ჩინათში ჩაფრინდა. ამით მისი აღმოსავლეთ აზიური ტური დასრულდება, რომლის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ატომური პროგრამა იყო.
ტილერსონმა გუშინ განაცხადა, რომ თუკი ფხენიანი სამხრეთ კორეისა და აშშ-ს უსაფრთხოებას დაემუქრება, ჩრდილოეთ კორეა სამხედრო პასუხს მიიღებს. ამავე დროს აშშ-ს პრეზიენტმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ გვედრზე დაწერა, რომ ფხენიანი “ძალიან ცუდად იქცევა”, პეკინი კი “თითქმის არაფერს აკეთებს ამის გასამკლავებლად”.
შეგახსენებთ, რომ ფხენიანი ხშირად აკეთებს განცხადებებს სხვადასხვა რაკეტების და ატომური იარაღის გამოცდის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს არმიაში ეროტიული ფოტოების მსხვერპლი გაიზარდა
შემდეგი სტატიატრამპი-მერკელი: ობამა ორივეს გვისმენდა