ტრამპი-მერკელი: ობამა ორივეს გვისმენდა

აშშ-ს პრეზიენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისინი ორივე ობამას მოსმენების მსხვერპლი არიან. “უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენ საერთო რაღაც გვაქვს” – უთხრა მან მერკელს.
2014 წელს გერმანიის მთავრობამ სახალხოდ გამოთქვა ეჭვი იმის შესახებ, რომ ამერიკის სპეცსამსახურები გერმანელ მაღალჩინოსნებს უსმენდნენ.
მარტის დასაწყისში დონალდ ტრამპმაც განაცხადა, რომ ობამა მის სატელეფონო დიალოგებს უსმენდა.

ორი ქვეყნის ლიდერმა ადრე ერთმანეთის მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. დონალდ ტრამპმა მერკელის სამიგრაციო პოლიტიკა დაიწუნა, ანგელა მერკელმა კი აღშფოთება გამოხატა ტრამპის განკარგულების გამო, რომლის მიხედვითაც ჯერ შვიდი, შემდეგ კი ექვსი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწიფო მდივანი პეკინში ფხენიანის მოქმედებების განსახილველად ჩავიდა
შემდეგი სტატიაX ფაქტორის ახალი მენტორების ვინაობა უკვე ცნობილია