აშშ-ევროპას შორის შესაძლებელია სავაჭრო ომი დაიწყოს

ევროკომისია ეჭვს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინადადება, ქვეყანაში იმპორტირებულ ფოლადზე გადასახადი დააწესოს, არაკანონიერია – 7 მარტს ბრიუსელში ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტერმა განაცხადა.
“დიდი ეჭვი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებთან თანხვედრაშია” – ხაზგასმით თქვა მალმსტერმა. იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკის ადმინისტრაციის ინიციატივა ძალაში შევა, ბრიუსელი ვაშინგტონის გადაწყვეტილების შესახებ საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გააგზავნის. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ ევროპელი მეტალურგენისთვის დაცვის დროებითი ზომები მიიღონ, გარდა ამისა, ევროკავშირი შეადგენს ამერიკული საქონლის სიას, სადაც შევა არახისის ზეთი და ბურბონი, რომლის იმპორტი ევროპულ გაერთიანებაში სავარაუდოდ, გაჭირდება – აღნიშნა მალმსტრემმა.
ამასთანავე, მან თქვა, რომ აშშ-ს მხრიდან მსგავსი მიდგომები სავაჭრო ომის ესკალაციას გამოიწვევს.

banner
წინა სტატიაშივენის ცენტრში მამაკაცი მოქალაქეებს დანით თავს დაესხა
შემდეგი სტატიავარკეთილში დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია