ვარკეთილში დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

ვარკეთილში დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, 45 წლამდე მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. სამედიცინო დაწესებულებაში რჩება დანარჩენი სამიც, მათ მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ.

ოთხივეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. ექიმები ყვებიან რომ ყველა მათგანს ჭრილობები ბასრი საგნით აქვთ მიყენებული. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გუშინ მიიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ ღამე, ვარკეთილში, მიხეილ გახოკიძის 168 ნომერში მოხდა. დაჭრილები სამარშუტო ტაქსების მძღოლები არიან. ისინი ქალაქგარეთ ერთად იმყოფებოდნენ, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი მათ შელაპარაკება მოუვიდათ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ევროპას შორის შესაძლებელია სავაჭრო ომი დაიწყოს
შემდეგი სტატიამიგრაციის შეჩერება საქრათველოდან და ტატუნაშვილის საქმე – პრეზიდენტი ბრიუსელში მთავარ თემებზე ისაუბრებს