არის ძალიან ბევრი კითხვა, რომელსაც პასუხს გასცემს გამოძიება – ზურაბ პატარაძე

“ყველა კითხვაზე იქნება პასუხი და რეაგირება იქნება უმკაცრესი” – ეს განცხადება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, გუშინ ბათუშმი, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა. ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება დაწყებულია.

პატარაძის თქმით, მას უკვე ჰქონდა შეხვედრა საგამოძიებო უწყებების ხელმძღვანელებთან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ამბობს, რომ გამოძიება კითხვებზე პასუხს უახლოეს პერიოდში გასცემს.

“გ​ვქონდა სამუშაო შეხვედრა საგამოძიებო სტრუქტურებთან, კითხვის ნიშანი ძალიან ბევრია და უახლოეს პერიოდში გასცემს გამოძიება პასუხს. გავიმეორებ კანონით მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ეს საჯარო მოხელე, ინვესტორი თუ მოქალაქე, ვისი ბრალეულობაც დადგინდება. დღეს ყველა ჩვენგანისთვის მძიმე დროა, ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, თანაქალაქელებისთვის. ყველას მინდა მივუსამძიმრო, პირველ რიგში ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს” – განაცხადა პატარიძემ

banner
წინა სტატიაშიბათუმში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სახალხო დამცველი ეხმიანება
შემდეგი სტატიასასტუმრო „ლეოგრანდში“ დაშავებული მეხანძრე – ძლიერი დაკვამლიანება იყო, კვამლი ჩავყლაპე და გრძნობა დავკარგე