სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაშავებული მეხანძრე – ძლიერი დაკვამლიანება იყო, კვამლი ჩავყლაპე და გრძნობა დავკარგე

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაშავებულთა შორის სამი მეხანძრე იყო. მათ სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვეს.
როგორც ერთ-ერთი მეხანძრე ომარ ბერიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, სასტუმროში ხანძრის დროს ძლიერი დაკვამლიანება იყო. „კვამლი ჩავყლაპე, რის შედეგადაც გრძნობა დავკარგე“, – განაცხადა მეხანძრემ.
ბათუმში, გუშინ სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაშავებულები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აჭარის რეგიონის პირველმა პირებმა მოინახულეს.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სასტუმრო „ლეოგრანდთან“ სასულიერო პირებთან ერთად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

banner
წინა სტატიაშიარის ძალიან ბევრი კითხვა, რომელსაც პასუხს გასცემს გამოძიება – ზურაბ პატარაძე
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია სალოსის გამზირზე – მერიის ლაბორატორიამ ბინების შეფასება ჯერ ვერ შეძლო