ანკარას განაცხადებით სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში დაზვერის სამსახურებიც არიან ჩართული

თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან კურტულმუშმა განაცხადა, რომ ახალი წლის ღამით სტამბოლში, კლუბზე მომხდარ თავდასხმაში დაზვერვის სამსახურებიც არიან ჩართული – წერს The Independent-ი.

ვიცე-პრემიერს არ დაუზუსტებია, რომელი ქვეყნის დაზვერვის სამსახურზეა საუბარი.

თავდასხმის საქმეზე დაიჭირეს და დაკითხეს ათობით ეჭვმიტანილი. პოლიციამ განაცხადა, რომ თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია და მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს, ამასთანავე, ისინი ეჭვმიტანლის სახელს და გვარს არ ავრცელებენ.

ღამის კლუბზე თავდასხმა 31 დეკემბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად 39 ადამიანი გარდაიცვალა და 60-მდე დაიჭრა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პრეზიდენტს უფლებამოსილება კონსტიტუციურად გაეზარდა
შემდეგი სტატიაპოროშენკო რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში საჩივარს ამზადებს