თურქეთის პრეზიდენტს უფლებამოსილება კონსტიტუციურად გაეზარდა

თურქეთის პარლამენტმა პირველივე მოსმენისთანავე მიიღო ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები – წერს სააგენტო Anadolu. ქვეყნის ძირითადი კანონის პროექტი პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალსიწინებს. კერძოდ, პრეზიდენტს შეუძლია მინისტრთა კაბინებტს უხელმძღვანელოს, ან ერთპიროვნულად დანიშნოს მთავრობის მეთაური.
ასევე, დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, ქვეყნის შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები უშუალოდ პრეზიდენტს დაექვემდებარებიან. მიმდინარე მომენტში მათ საქმიანობას უმაღლესი სამხედრო საბჭო განაგებს.
ასევე, შესაძლებელია, ქვეყანაში სიკვდილით დასჯა შემოიღონ.
საბოლოო შესწორებების შეტანის შემდეგ კანონს კენჭისყრაზე გაიტანენ. თუკი დოკუმენტს 330 დეპუტატი ხმას მისცემს, 2017 წლის გაზაფხულზე თურქეთში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა მერკელის მიგრაციის პოლიტიკას “კატასტროფული შეცდომა” უწოდა
შემდეგი სტატიაანკარას განაცხადებით სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში დაზვერის სამსახურებიც არიან ჩართული