ანკარა მოქალაქეებს ურჩევს, არ გაემგზავრონ რუსეთში

ანკარა თურქეთის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკაონ რუსეთში ვიზიტისგან. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია თურქეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ესკალაციის ფონზე, სასურველია თურქეთის მოქალაქეებმა გადადონ რუსეთში დაგეგმილი ვიზიტები მანამ, სანამ სიტუაცია არ დარეგულირდება.
ამის მიზეზად ქვეყნის საგარეო უწყება იმ სირთულეებს ასახელებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ რუსეთში თურქ ბიზნესმენებსა და ტურისტებს შეექმნათ.

banner
წინა სტატიაშითეთრ სახლში საშობაო სამზადისია
შემდეგი სტატიაბორჯომის ნაკრძალი 80 წლისაა