თეთრი სახლის ჩრდილოეთ შესასვლელთან უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრი სახლის ჩრდილოეთ შესასვლელთან, უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

tetri-saxli

უცნობი შეიარაღებული პირი, რომელმაც თეთრი სახლის ერთ-ერთ შესასვლელთან ცეცხლი გახსნა, დაკავებულია. ამის შესახებ უცხოური მედია ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრი სახლის ჩრდილოეთ შესასვლელთან, უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მე-17 ქუჩაზე, ადგილობრივი დროით, 14:00 საათზე მოხდა. თეთრი სახლის ვიზიტორებმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერეს, რომ გასროლის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე „ბევრი შეიარაღებული პირი შენიშნეს“. აღნიშნული შემთხვევის გამო, თეთრი სახლის შესასვლელი ბლოკირებულია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. შემთხვევის დროს პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში არ იმყოფებოდა. მან შენობა გასროლამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.

 

 

banner
წინა სტატიაშიგიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პირველ რიგში პასუხისმგებელია ივანიშვილის ჩასვრილი მთავრობა
შემდეგი სტატია(foto) გიგა ოთხოზორიას მკვლელი იდენთიფიცირებულია!!