ალეპოს რაიონში საარტილერიო დარტყმების ვიდეო გამოქვეყნდა

სირიაში, ალეპოს სამხრეთ-დასავლეთით მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ვიდეო გამოქვეყნდა. ვიდეო უპილოტოდან არის გადაღებული და ჩანს თუ როგორ იბომბება დაჯგუფება “ჯეიშ ალ-ფახტის” პოზიციები. ასევე, ნაჩვენებია განადგურებული მძიმე ტექნიკა.

შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოდან ბოევიკებმა ალეპოზე თავდასხმა დაიწყეს – ისინი სამთავრობო არმიის ბლოკადის გარღვევას ცდილობენ. The Times-ის ცნობით, ოპერაციაში 10 კილომეტრის რადიუსზე 10 ათასი ბოევიკი მონაწილეობს. მიმდინარე მომენტში, მხარეები ერთმანეთისგან 2 კილომეტრის დაშორებით დგანან.
ალეპო სირიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია. მშვიდობიან დროს ალეპო სირიის ეკონომიკურ ცენტრად ითვლებოდა.

banner
წინა სტატიაშინავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო სტავროპილის კომპანიასთან ერთობლივი პროექტის დაწყებას უარყოფს
შემდეგი სტატიაშსს-მ თელავში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირს ბრალი წარუდგინა