შსს-მ თელავში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირს ბრალი წარუდგინა

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული თემურ ფ. ცემის ფაქტზე გამოავლინეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ ფ.-მ მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, თელავში, ჭავჭავაძის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1982 წელს დაბადებულ რომან ქ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თემურ ფ.-ს ბრალი ცემის ფაქტზე წარუდგინეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 4 აგვისტოს, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა თელავში. სახალხო მოძრაობა ,,სოციალისტური საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე მისულ მოქალაქეებს, პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის“ და ,,ახალი საქართველოს“ წევრები სირცხვილის დერეფნით და შეძახილებით დახვდნენ. ვალერი კვარაცხელიას მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას კვერცხის სროლაც მოჰყვა, რის გამოც საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო.

banner
წინა სტატიაშიალეპოს რაიონში საარტილერიო დარტყმების ვიდეო გამოქვეყნდა
შემდეგი სტატია„რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო სიის შემადგენლობას ავრცელებს