ახალი ზელანდიის პრემიერმა თანამდებობა დატოვა

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯონ კიმ გადადგომის შესახებ განცხადება მოულოდნელად გააკეთა. კიმ, რომელიც ამ პოსტზე უკვე 8 წელზე მეტია მუშაობს, თავისი გადაწყვეტილება ოჯახური მიზეზებით ახსნა:
„მე ვერ შევძელი თანამდებობაზე ყოფნის მესამე ვადა სრულად დამესრულებინა“0ნ განაცხადა კიმ ველინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მე კიდევ ნახევარი ან ერთი წელი რომ მემუშავა, უეჭველი მომიწევდა რომ ვიდეოკამერებში ცქერის დროს მოსახლეობისთვის მეთქვა, რომ კიდევ 3 წელი ვაპირებ მათთვის მუშაობას, იძულებული ვიქნებოდი რომ ამომრჩეველი მომეტყუებინა, ჩვენ კი ასე არ ვმუშაობთ.“- განაცხადა ახალზელანდიელმა მინისტრმა.

მისი თქმით მომავალ არჩევნებში ის მხარს თავის მოადგილეს, ამჟამად ფინანსთა მინისტრს, ბილ ინგლიშს დაუჭერს.

ჯონ კი ახალი ზელანდიის მემარჯვენეცენტრისტული ნაციონალური პარტიის ლიდერია.

კის განცხადებით, ის ვადის დასრულებამდე პარლამენტში დარჩენას აპირებს, რათა თავის ერტმანდატიან ოლქშო ვადამდელი არჩევნები აირიდოს.

banner
წინა სტატიაში“უნდა გადმოსვას მეფე ცხენიდან და დასვას ველოსიპედზე, ხოლო უმხედრო ცხენი დააბრუნოს ივერიასთან”-გოცირიძე
შემდეგი სტატიარეგიონული განვითარების მინისტრი გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო