“უნდა გადმოსვას მეფე ცხენიდან და დასვას ველოსიპედზე, ხოლო უმხედრო ცხენი დააბრუნოს ივერიასთან”-გოცირიძე

“არ ეშვება დიდი ველოსიპედის ქალაქის ცენტრიდან გადატანის იდეას დ აპირებს იგი დადგას თბილისის შემოსასვლელში, აღმაშენებლის ძეგთან”- ამ ინფორმაციას “ენმ”-ს ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ფეისბუქის” საშუალებით ავრცელებს და დედაქალაქის მერის გეგმებზე წერს:

“გასულ კვირას თბილისის მერმა ნარმანიამ ორჯერ გააკვირვა საზოგადოება. ჯერ იმით, რომ ამ ხელისუფლების გემოვნებისა და ესთეტიკისათვის სრულიად შეუფერებელი, მშვენიერი, მოდერნისტულ სტილში შესრულებული გენერალ მაზმიაშვილის ბიუსტი გახსნა თბილისში (რამაც უსამართლო კრიტიკა დაიმსახურა). მერე განაცხადა, რომ გენერალი საბჭოთა კავშირის ომებში მონაწილეობდაო-ანუ სიკვდილის შემდგომაც იბრძოდა კაციო…
ახლა საოცარი იდეის ხორცშესხმა დაუწყია: არ ეშვება დიდი ველოსიპედის ქალაქის ცენტრიდან გადატანის იდეას დ აპირებს იგი დადგას თბილისის შემოსასვლელში, აღმაშენებლის ძეგთან. უნდა გადმოსვას მეფე ცხენიდან და დასვას ველოსიპედზე, ხოლო უმხედრო ცხენი დააბრუნოს ივერიასთან, ძველ ადგილზე.
ტურისტების ზრდას შეუწყობსო ხელს. ბათუმში ”შლოპანცებიანი კვერცხები” თუ თუ იზიდავს ტურისტებს, ხმალ-ხანჯლიანი, ველოსიპედზე ამხედრებული მეფე თუ რა ეფექტს მოახდენს, ხომ წარმოგიდგენიათო.
აი კაცი!
იდეა ზემოთ ყოფილა შეთანხმებული. მიმიხვდით ხომ? იქ, სადაც ყველაფერს ათანხმებენ! ” წერს რომან გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიიტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი გადადგა
შემდეგი სტატიაახალი ზელანდიის პრემიერმა თანამდებობა დატოვა