რეგიონული განვითარების მინისტრი გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა.

გუდაურში ტურისტულ ობიექტებამდე გზა გაწმენდილია და დამსვენებლებს შეუფერხებლად შეუძლიათ გადაადგილება.

ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და გზის წმენდა მიმდინარეობს გუდაური-კობის (ჯვრის უღელტეხილის) როგორც პირველ (კმ93-კმ99), ასევე მეორე მონაკვეთზე (კმ100-კმ106).

დღეს, დღის განმავლობაში გზა გაიწმინდება და მსუბუქ ავტომანქანებს ჯაჭვებით შეეძლებათ გადაადგილება, ხოლო ხვალიდან აღნიშნულ გზაზე, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გატარებაც გახდება შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიახალი ზელანდიის პრემიერმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : „ჩვენი 2-3%-იანი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცუდი მაჩვენებელია”