ახალ შტაბ-ბინაში ნატომ მილიარდ ევროზე მეტი გადაიხადა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალი შტაბ-ბინის მშენებლობა და კეთილმოწყობა ბრიუსელს 1,1 მილიარდი ევრო დაუჯდა, – წერს ფრანგული Le Monde-ი.

ახალი ოფისის აშენების გადაწყვეტილება ალიანსმა 1999 წელს, ვაშინგტონის სამიტზე მიიღო, თუმცა მშენებლობა 2010 წელს დაიწყო.

კომპლექსის ფართობი 250 ათასი კვადრატული მეტრია და მოიცავს მაღაზიებს, ბანკებს, სილამაზის სალონებს, აუზს და საგამოფენო დარბაზებს.

შენობა მეორე მსოფლიო ომისდროინდელი აეროდრომის ადგილზეა აშენებული.

ნატოს თანამშრომლები ახალ ოფისში მუშაობას მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყებენ.

banner
წინა სტატიაში„რუსეთის ზეწოლა ვერ შეაჩერებს ვერც ალიანსს და ვერც ასპირანტ ქვეყანას“
შემდეგი სტატიასამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მნიშვნელობა – ამერიკელი ექსპერტები რუსეთის მხრიდან საფრთხეზე საუბრობენ