„რუსეთის ზეწოლა ვერ შეაჩერებს ვერც ალიანსს და ვერც ასპირანტ ქვეყანას“

NATO Spokesman, James Appathurai briefing the press

ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერები ამ წუთებში ნატო-ს ახალ შტაბბინაში იკრიბებიან. სამიტზე პირველი გენერალური მდივანი, იან სტოლტენბერგი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებთან საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ალიანსის ერთიანობაზე ისაუბრა.

დღევანდელი სამიტი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის, რადგან მას პირველად ესწრებიან დონალდ ტრამპი, ემანუელ მაკრონი და ტერეზა მეი.

როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურია აცხადებს, დღეს საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

„კიდევ ერთი საკითხი მონტენეგროა და სწორედ აქ იქნება წამოწეული საქართველოს თემაც. მონტენეგროს გაწევრიანებით დადასტურდა, რომ ნატო-ს კარი ღიაა და რომ რუსეთის ზეწოლა ვერ შეაჩერებს ვერც ალიანსს და ვერც ასპირანტ ქვეყანას თავად მიიღოს გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ნატო-ს შეხვედრაზე სავარაუდოდ, გაირკვევა როგორია აშშ-ს პოზიცია რუსეთთან მიმართებაში და სხვა აქტუალურ საკითხებზეც.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სენატი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს სავარაუდოდ, ზაფხულში განიხილავს
შემდეგი სტატიაახალ შტაბ-ბინაში ნატომ მილიარდ ევროზე მეტი გადაიხადა