აჰმედ ზაკაევი: ჩეჩნეთში, სადაც ყველა მძევალია, მე არ დავბრუნდები

newsnews
: newsnews თებერვალი 6, 2016 16:18

აჰმედ ზაკაევი: ჩეჩნეთში, სადაც ყველა მძევალია, მე არ დავბრუნდები

27ჩეჩნების ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი აჰმედ ზაკაევი, რომელიც ახლა ლონდონში ცხოვრობს, “ბიბისისთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მას საკუთარ ნათესავებთან უკვე წლებია არანაირი კონტაქტი არა აქვს.
“თუმცა, გავიგე, რომ უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე რაღაც “ღონისძიება” ტარდებოდა, რომლის ფარგლებშიც ჩემს ნათესავებზე ზეწოლას ანხორციელებდნენ და ითხოვდნენ, რომ განესაჯათ და დაეგმოთ პოზიცია, რომლის ერთგულიც დღემდე ვრჩები – რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ხელშეკრულებას, რომელიც მასხადოვსა და ელცინს შორის დაიდო და მოეწერა ხელი”.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ჩეჩნურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ზაკაევის ოჯახს ესტუმრა. ყოფლი მეთაურის დებთან და ძმებთან საუბრისას კადიროვმა განაცხადა, რომ მათი ნათესავის გამო ისინი არ დაისჯებიან და რომ მისთვის ზაკაევის ნათესავები ოჯახის წევრებივით არიან.

შეკითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ზაკაევი ჩეჩნეთში, ის პასუხობს, რომ “ყველაფერი, რაც იქ ხდება, უპერსპექტივოა. მთელი ჩეჩნეთი მძევლად ყავთ” და ამიტომ ის საკუთარ სამშობლოში არ აპირებს დაბრუნებას.

newsnews
: newsnews თებერვალი 6, 2016 16:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


17,292
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics