სერბი მინისტრი თანამდებობიდან სექსისტური კომენტარის გამო გაანთავისუფლეს

სერბი მინისტრი თანამდებობიდან სექსისტური კომენტარის გამო გაანთავისუფლეს

სერბეთის პარლამენტმა გუშინ თავდაცვის მინისტრი ბრატისლავ გაშინი გადააყენა. ჩინოვნიკი თანამდებობას ორი თვის წინ ერთ-ერთი ჟურნალისტის მიმართ გაკეთებული სექსისტური კომენტარის გამო დაეთხოვა.
მინისტრის გადაყენების შესახებ დებატები 8 საათზე მეტი გრძელდებოდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მინისტრის გადაყენების მოთხოვნას ერთადერთი მიზეზი აქვს – მისი გამონათქვამი და დეპუტატებს სთხოვა გაშინი “წესიერებიდან, მორალიდან და პატივისცემიდან გამომდინარე ” თანამდებობიდან დაეთხოვათ.
სკანდალის მიზეზი გახდა გასულ წელს მომხდარი შემთხვევა, როცა ინტერვიუს მიცემის დროს გამოცემა Б92-ის ჟურნალისტი, კამერებისთვის ხელი რომ არ შეეშალა, მუხლებზე დადგა, გაშინმა კი თქვა: “როგორ ძალიან მიყვარს ჟურნალსტები, რომლებიც ადვილად დგებიან მუხლებზე”.

banner
წინა სტატიაშიაჰმედ ზაკაევი: ჩეჩნეთში, სადაც ყველა მძევალია, მე არ დავბრუნდები
შემდეგი სტატიაკიოლნის კარნავალი: ქალებზე 22 სექსუალური თავდასხმა მოხდა