ტელეკომპანია „25-ე არხში“ კრიმინალისტები მუშაობენ

ტელეკომპანია „25-ე არხში“, ბომბის არსებობის შესახებ შესული შეტყობინების გამო, კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც ტელეკომპანიის დირექტორმა გია სურმანიძემ განაცხადა, ტელეკომპანიაში შევიდა შეტყობინება, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

სურმანიძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, მომხდარს შესაბამისი კვალიფიკაცია სამუშაოების დასრულების შემდეგ მიენიჭება.

banner
წინა სტატიაში„მსურდა გამეცნო ჩემი თავი დეპუტატებისთვის“, – ანა დოლიძე პარლამენტში ვიზიტის შესახებ
შემდეგი სტატიააშშ-მ რუსეთს მოპარული საარქივო მასალები დაუბრუნა