„მსურდა გამეცნო ჩემი თავი დეპუტატებისთვის“, – ანა დოლიძე პარლამენტში ვიზიტის შესახებ

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად წარდგენილი ანა დოლიძე დღეს საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, მას სურდა გაეცნო თავისი თავი დეპუტატებისთვის და ეპასუხა მათი შეკითხვებისთვის.

„მე დღეს აქ ვიყავი იმისთვის, რომ გამომეხატა ჩემი სურვილი პირადად, რომ საქართველოს პარლამენტის ნებისმიერ წევრს და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უმრავლესობასთან მზად ვიყავი მეპასუხა მათი შეკითხვებისთვის და რაც მთავარია გამეცნო ჩემი თავი. ამისთვის ვიყავი აქ და გადავეცი ჩემი ეს სურვილი. ბუნებრივია, რომ უმრავლესობის ლიდერი აწარმოებს კონსულტაციებს პარტიასთან და ურმავლესობასთან და ყველაფერს გაგრძელებას ვიხილავთ უკვე პროცესებში, რომელიც გაიმართება ისევ აქ, საპარლამენტო შენობაში“, – აღნიშნა დოლიძემ.

მისი თქმით, უმრავლესობის მხარდაჭერაზე საუბარი ჯერ ადრეა და ამ ეტაპზე მხოლოდ მიმდინარეობს პროცესი, როდესაც მოსამართლეობის კანდიდატი თავს აცნობს უმრავლესობას, პარლამენტის წევრებს და საზოგადოებას.

banner
წინა სტატიაში„მისი მონაწილეობითაც არის სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ“
შემდეგი სტატიატელეკომპანია „25-ე არხში“ კრიმინალისტები მუშაობენ