ხარკოვში ტერაქტი მოხდა – აფეთქებულია სპეცბატალიონის მეთაური (ვიდეო)

დღეს ხარკოვში აფეთქბა მოხდა, რომლის დროსაც მილიციის სპეც-ბატალიონის ,,სლობოჯანშინას,, მეთაურის ანდრეი იაგოლენკოს ავტომანქანა აფეთქდა…

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მაგნიტური ნაღმით მოხდა, რომელიც ავტომობილის მიახლოებისთანავე მიემაგრა მას… შორიახლოს ნაპოვნია მეორე ნაღმიც, რომლის გაუვნებელყოფის ღონისძიებები ამჟამად მიმდინარეობს…

აფეთქების დროს სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ანდრეი იაგოლენკომ და მისმა მეუღლემ, რომლებიც საავადმყოფოს  რეანიმაციულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი… მათ ჯანმრთელობაზე, ამ მომენტისათვის მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება…

უკრაინის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მომხდარზე, რომელსაც ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, უკვე დაიწყეს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშირაულ ხაჯინბა 9 მაისის ზეიმზე მოსკოვში დაპატიჟეს
შემდეგი სტატიაახალმა ,,ფერარიმ,, ჟენევის ავტოსალონზე ფურორი მოახდინა (ფოტოალბომი)