რაულ ხაჯინბა 9 მაისის ზეიმზე მოსკოვში დაპატიჟეს

,,რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მოწვევის შესაბამისად, აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა, მოსკოვში სამამულო ომში გამარჯვების 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება,, განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ასტამურ ტანიამ, რუსულ მედიასთან საუბრისას.

ტანიას განცხადებით, თავად აფხაზეთში სამამულო ომის იუბილის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიების ღირსეულად ჩასატარებლად შექმნილია სამთავრობო კომისია, რომლის ხელმძღვანელად ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია დაინიშნა.

,,აფხაზეთიდან დიდ სამამულო ომში 55 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან 17 ათასი ბრძოლის ველზე დაიღუპა..  ამჟამად კი, აფხაზეთის ტერიტორიაზე 73 სამამულო ომის ვეტერანია ცოცხლად დარჩენილი,, აცხადებს ტანია.

 

banner
წინა სტატიაშიგივი ეუთოს უკრაინაში ობიექტურობისაკენ მოუწოდებს (ვიდეო)
შემდეგი სტატიახარკოვში ტერაქტი მოხდა – აფეთქებულია სპეცბატალიონის მეთაური (ვიდეო)