„ყველაფერს გავაკეთებთ ყველა ფრონტზე, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ“

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„ძალიან სამწუხარო დღეებია საქართველოში. ჩვენ 7 წლის წინ კიდევ ერთხელ საკუთარ თავზე გამოვცადეთ ომის სიმკაცრე და ძალადობა. მინდა ქედი მოვიხარო იმ ვაჟკაცების ხსოვნის წინაშე, რომლებიც იმ დღეებში შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას და სწორედ მათი ხსოვნის დაფასება იქნება ის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ყველა ფრონტზე, რათა აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიაგვისტოს ომი იყო რუსეთის ფართომაშტაბიანი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაუკრაინის პრემიერმა ახსნა როდის დასრულდება ომი აღმოსავლეთ უკრაინაში